Sunday, September 10, 2017

ტრენინგის IX  დღე


დღეს დავასრულეთ ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტის ინტეგრირება", გავიარეთ რვა მოდული.
     დღეს გავიარეთ მე – 8 მოდული, გავაკეთეთ პრეზენტაციები, ვნახეთ ერთმანეთის პორტფოლიოები, გავაკეთეთ ერთმანეთის პლოგებზე კომენტარები
   ძალიან მაინტერესებდა პროექტებით სწავლების ტრენინგის გავლა, მქონდა დიდი მოლოდინები, რომელიც გამიმართლდა. მომეწონა ელექტრონული წიგნი და მასზე მუშაობა, ჩანიშვნები, მონიშვნები, კომენტარის გაკეთება, გავიგე რა არის ჩეკლისტი.  
    ძალიან მინდოდა ჩემი ბლოგის შექმნა, ახლა კი ტრენერმა ისე მარტივად და გასაგებად გვასწავლა, რომ აუცილებლად შვქმნი .ვისწავლე ბროშურის დამზადება,
ვისაუბრეთ სიახლეზე ბლუმის ტაქსონომიაში, 21 – ე საუკუნის სიტყვებზე და უნარ – ჩვევებზე, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
      განვიხილეთ და ვიმსჯელეთ სხვადასხვა სახის შეფასების ფორმებსა და რუბრიკებზე,  გამოვყოფდითვითშეფასებისდიფერენცირებული სწავლების და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკებსვიმსჯელეთფასილიტაციის და ფასილიტატორის დანიშნულების შესახებ.
განვიხილეთ ფასილიტატორის მიერ შექმნილი დამატებითი ფორმები.
       დავათვალიერეთ ესგ – პორტალი, ვნახეთ სხვადასხვა საგნის სტანდარტები. საინტერესო იყო ბლოგზე სურათის ატვირთვა.
გავეცანით ერთმანეთის გეგმებსმივეცით შესაბამისი უკუკავშირიგავეცანით ინტერნეტის სწორად გამოყენებისწესებსვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ.
     ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზედავწერეთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგზე,  ვისწავლეთუკუკავშირის რჩევები და მეთოდებიუკუკავშირის მიცემის წესები და სახეებისაოფისე პროგრამაში კომენტარისგაკეთება და წაშლა.
       ვიმსჯელეთ გარნერის მრავალმხრივ ინტელექტზე, ბავშვებში ინდივიდუალურ განსხვავებებზე, არაქართულენოვან, სსსმ და ნიჭიერ ბავშვებზე.     
        განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პრაქტიკული საკითხები:  PoverPoint - ში სლაიდებზე Text Box - ის გამოყენება, Snipping Tool პროგრამა, ბროშურის, სურათების, პრეზენტაციის, საქაღალდის  და ბმულის ატვირთვა ბლოგზე.
        ვფიქრობ რომ ტრენინგის კურსმა ჩაიარა ჩემთვის სასარგებლოდ,
ნამდვილად ბევრი რამ შევისწავლეროგორც თეორიული ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითიმედი მაქვს ნასწავლსგამოვიყენებ  ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.  

        მადლობა ჩვენს ტრენერს დიანას ასეთი საინტერესო დაპროდუქტიული ტრენინგისათვის


No comments:

Post a Comment

ელისო კუპატაძის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული